WELCOME
მთავარი | RSS

იუმორი [5]
სერიალები [3]
ვიდეო [11]
მუსიკა [16]
მულტფილმები [4]
ფილმები [41]
თამაშები [41]
სპორტი [3]
counter-strike [6]
პროგრამები [36]
სურათები [3]
ეროტიკა [3]
მობილურისთვის [1]
სხვადასხვა [1]
სტატისტიკა

MYTOP.GE
შესვლის ფორმა
მთავარი » 2009 » მარტი » 15 » „კაბარე 5 ვარსკვლავი“
8:15 PM
„კაბარე 5 ვარსკვლავი“
 
პერსონაჟები და მსახიობები:

„მაქსი“, იგივე მალხაზ ბერბიჭაშვილი – მალხაზ ქვრივიშვილი. ოთხწლიანი კომადან გამოსული, შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების, რომანტიკული ავანტიურისტი. კაბარე „5 ვარსკვლავის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. უგონოდ შეყვარებულია „ქეითზე“.

„ქეითი“, იგივე ქეთევანი – გოგოლა კალანდაძე. კაბარე „5 ვარსკვლავის“ დირექტორის და მთავარი დამფუძნებლის - სოფის ღვიძლი და და თანადამფუძნებელი. უქნარა, ბრიყვი, ლამაზი, ქალური, ეჭვიანი, საუკეთესო, კავკასიური ტრადიციებით აღზრდილი ახალგაზრდა ქალი. ახლახან გაშორდა ქმარს. ჰყავს უამრავი თაყვანისმცემელი. ოცნებობს მომღერლის კარიერაზე, ამიტომ ხშირად სიამოვნებით ცვლის კაბარეს სცენაზე – დაგვიანებულ ან არმოსულ სტუმრებს. ფარულად ეტრფის “მაქსის”.

სოფი ლორია – ეკა კახიანი. კაბარე „5 ვარსკვლავის“ დირექტორი და მთავარი დამფუძნებელი. ძალიან „სვეცკი“. უყვარს სასმელი, აზარტული თამაშები, მსუბუქი ფლირტი, უცხოეთში მოგზაურობა. მისტირის მის ერთადერთ სიყვარულს - დიდი ხნის წინ, უგზოუკვლოდ დაკარგულ მეუღლეს, ანტონ გრეცკის – გამოჩენილ ენათმეცნიერს და საზოგადო მოღვაწეს. შეპყრობილია მრავალი ფობიით, აწუხებს ნევროზი და ოსტეოქონდროზი.

ეკატერინე, “კუკი” ბუღაძე – შორენა ბეგაშვილი. კაბარე „5 ვარსკვლავის“ სული და გული. ყოფილი მსახიობი. კეთილი, რომანტიკული, ურთიერთობისთვის გახსნილი, სექსუალური, ახალგაზრდა ქალი – ბნელი წარსულით. ფლირტის და ფულის მოყვარული, „სიყვარულით“ გაუმაძღარი. ჟურნალისტ-სტაჟორი, შეთავსებით, ზოგჯერ მუშაობს მიმტანადაც. ეტრფის „მაქსის“. ამით ხელს უშლის „მაქსის“ და „ქეითის“ რომანის განვითარებას, რადგან საკუთარი გრძნობების გამოვლენისას ხშირად „მაქსის“ უხერხულ სიტუაციებში აგდებს.

ჯონი, იგივე ბენდექს ეფსია – პაატა გულიაშვილი. სოფლელი ხეპრე. მექალთანე, სოფლურად გამტანი, ბრუციანი. კაბარეში ბარმენისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობებს ითავსებს.
 
 
 
 
კატეგორია: ვიდეო | ნანახია: 1023 | დაამატა: mancana | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 1
1 დათა  
0
აქ იყო ამ სერიალის ვიდეო არქივი და სად გაქრა?

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

Copyright MyCorp © 2024